დღევანდელ ტრენინგზე ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კითხვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას და მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გვესაუბრა მათ მნიშვნელობაზე. შემდგომ ვიმუშავეთ გონებრივი იერიშის კითხვებზე. შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გრაფები; აღნიშნული დოკუმენტი შევინახეთ პერსონალურ პორტფოლიოში და ელექტრონული წერილი გავუგზავნეთ ტრენერს. ტრენერმა დაგვარწმუნა, რომ მიმართულების მიმცემი კითხვები ამაღლებს მოსწავლეთა აქტიურობის ხარისხს. შემდეგ გადავხედეთ დოკუმენტს-,, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა", განვიხილეთ რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერისთვის. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებსა და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველ სიტყვებს.
No comments:
Post a Comment