Thursday, April 30, 2015
მე7 დღე
ჩვენ დღევანდელ ტრენინგზე დროის გარკვეული ნაწილი დაეთმო ტექნიკური სამუშაოების შესრულებას. ტრენერმა მიმოიხილა ე.წ. ,,დრაივი''[drive. google.com] და ისაუბრა მის მოხმარებაზე. ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. განვახორციელეთ აქტივობა, რომლის ფარგლებში ჯგუფის წევრებს ბლოგზე გავუკეთეთ კომენტარები მათ რეფლექსიებთან დაკავშირებით. მიღებული ცოდნა სამომავლოდ ძალიან დამეხმარება პრაქტიკაში.
Saturday, April 25, 2015
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მასწავლებლისა და მოსწავლის როლები მოსწავლეზე ორიენტირებულ და პროექტებზე დაფუძნებულ გაკვეთილზე, იმაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ მსწავლელთა განსხვავებული საჭიროებები, ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელების, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელების, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელების.
ვიმუშავეთ Power-Point-ში პრეზენტაციის მომზადებაზე. გადავხედეთ დიფერენცირებული სწავლებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცხრილს. თვითშეფასების შედეგებს გამოვიყენებთ ფასილიტაციის მასალების შექმნისათვის.

Thursday, April 23, 2015
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: 1. როგორ გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას.
2. ასევე გამოვიყენებ: ა. ცხრილს, რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად გამოიყენება; ბ. ცხრილს, რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და შეფასების საშუალებების მიმოხილვას, რომლებიც გაგებისა და უნარების დემონსტრირებისათვის გამოიყენება. დღევანდელი ტრენინგი დავასრულეთ სავარჯიშოთი, თუ როგორ უნდა გავუნაწილოთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.
მეხუთე მოდულის შეფასება
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას, მოსწავლეების წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენას, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის სტრატეგიას, შეფასების რუბრიკები.
Saturday, April 18, 2015
მეოტხე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კითხვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას და მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გვესაუბრა მათ მნიშვნელობაზე. შემდგომ ვიმუშავეთ გონებრივი იერიშის კითხვებზე. შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გრაფები; აღნიშნული დოკუმენტი შევინახეთ პერსონალურ პორტფოლიოში და ელექტრონული წერილი გავუგზავნეთ ტრენერს. ტრენერმა დაგვარწმუნა, რომ მიმართულების მიმცემი კითხვები ამაღლებს მოსწავლეთა აქტიურობის ხარისხს. შემდეგ გადავხედეთ დოკუმენტს-,, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა", განვიხილეთ რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერისთვის. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებსა და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველ სიტყვებს.

Saturday, April 4, 2015
მეორე მოდული
დღევანდელ ტრენინგზე გადავხედე სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ავირჩიე ორი უნარ-ჩვევა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება სასწავლო პროექტის გეგმის მიზნებს. ასევე გადავხედე სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას. ფერით მოვნიშნე ის მიზნები, რომლებიც შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს. გამოვიყენე ფაილები განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
4.04.2015
4.04.2015
Thursday, April 2, 2015
პირველი დღე
ტრენინგზე გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზანსა და ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენებას. ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით, პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით შევქმენი მთავარი საქაღალდე და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე.
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და მისი შემადგენელი ნაწილები. შევინახე პროექტის გეგმის შაბლონი პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო_პროექტის_გეგმა.
შევქმენი ახალი ბლოგი, ხოლო ბლოგზე-პოსტი სათაურით ,,პირველი მოდულის რეფლექსია".
ვიმედოვნებ, რომ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში დამეხმარება.
02.04.2015.
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ამ ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მომავალ თაობას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება. უნდა ავუწყოთ ნაბიჯები დროს და ჩავატაროთ მოსწავლეებისათვის საინტერესო გაკვეთილები.
Subscribe to:
Posts (Atom)