მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მასწავლებლისა და მოსწავლის როლები მოსწავლეზე ორიენტირებულ და პროექტებზე დაფუძნებულ გაკვეთილზე, იმაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ მსწავლელთა განსხვავებული საჭიროებები, ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელების, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელების, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელების.
ვიმუშავეთ Power-Point-ში პრეზენტაციის მომზადებაზე. გადავხედეთ დიფერენცირებული სწავლებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცხრილს. თვითშეფასების შედეგებს გამოვიყენებთ ფასილიტაციის მასალების შექმნისათვის.
No comments:
Post a Comment