Saturday, April 18, 2015

მეოტხე დღის რეფლექსია

დღევანდელ   ტრენინგზე    ტრენერი    გვესაუბრა    მიმართულების   მიმცემი    საკვანძო   კითხვების   ფორმულირებაზე,   რომლებიც   ხელს  უწყობს   მოსწავლეთა   ჩართულობას.
მან   აღნიშნა,  რომ   ზემოაღნიშნული  კითხვები    აკავშირებს  სასწავლო   პროცესის   სხვადასხვა  დისციპლინას  და   მოიცავს   ზოგად,   თემატურ    და    შინაარსობრივ    კითხვებს.   გვესაუბრა   მათ   მნიშვნელობაზე.  შემდგომ    ვიმუშავეთ   გონებრივი  იერიშის   კითხვებზე.   შევავსეთ    ზოგადი,   თემატური    და    შინაარსობრივი    კითხვების  გრაფები;    აღნიშნული   დოკუმენტი    შევინახეთ   პერსონალურ    პორტფოლიოში   და    ელექტრონული   წერილი    გავუგზავნეთ   ტრენერს.   ტრენერმა  დაგვარწმუნა,  რომ    მიმართულების  მიმცემი   კითხვები   ამაღლებს  მოსწავლეთა    აქტიურობის    ხარისხს.   შემდეგ   გადავხედეთ   დოკუმენტს-,, მიმართულების   მიმცემი    საკვანძო   კითხვების   რუბრიკა",   განვიხილეთ   რჩევები   მიმართულების   მიმცემი    საკვანძო   კითხვების   წერისთვის.  გავეცანით   მიმართულების   მიმცემი    საკვანძო   კითხვების ნიმუშებსა  და   მნიშვნელოვანი   იდეის    გამომხატველ  სიტყვებს.

No comments:

Post a Comment